WSJ: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დასკვნით, უკრაინას პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა არ უცდია

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ უკრაინა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ რეზიდენციას დრონებით თავს არ დასხმია. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი აქვეყნებს.
ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, თუმცა დაზვერვის მონაცემების შესახებ ინფორმირებულმა მაღალჩინოსნებმა გამოცემას განუცხადეს, რომ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა არ მომხდარა.
The Wall Street Journal-ი წერს, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ცნობით, “უკრაინამ სამხედრო სამიზნეზე თავდასხმა სცადა, რომელიც იმავე რეგიონში მდებარეობს, რომელშიც პუტინის რეზიდენცია, მაგრამ ეს ახლოს არ ყოფილა”.
ცნობისთის, რუსეთმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინამ ნოვგოროდის რეგიონში პუტინის რეზიდენციას 91 შორი მოქმედების დრონით შეუტია, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურმა კიევმა უარყო.
ამასთან, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გააზიარა “ნიუ-იორკ პოსტის” სარედაქციო სტატია, რომელშიც საუბარია, რომ პუტინის განცხადება მის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ არის იმის მტკიცებულება, რომ თავად რუსეთი უშლის ხელს მშვიდობას.
The Wall Street Journal-ისცნობით, ტრამპმა სტატია მას შემდეგ გააზიარა, რაც CIA-ის დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ანგარიში მოისმინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში