აღმაშფოთებელია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი მარიონეტული რეჟიმის დანამატს

აღმაშფოთებელია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი მარიონეტული რეჟიმის დანამატს
სრულიად აღმაშფოთებელია, როდესაც მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი პრაქტიკულად აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი მარიონეტული რეჟიმის გაგრძელებას თუ დანამატს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ბექა ოდიშარიას კითხვა დაუწვეს სალომე ზურაბიშვილის პოსტზე, სადაც პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოსამართლეებს დამოუკიდებლობის მაგალითს უწოდებს.
„რა მოსამართლეებზეა საერთოდ საუბარი და რა ხელისუფლებაზე? ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჩვენს აფხაზეთში ვაღიარებთ მხოლოდ ჩვენი აფხაზი დების და ძმების ნებას, ისიც როდესაც ეს ემსახურება ერთიანი საქართველოს იდეას და ინტერესებს, სხვა შემთხვევაში მოვუწოდებდი საქართველოს პრეზიდენტს, სასწრაფოდ გადახედოს საკუთარ ამ პოზიციას და წარდგეს განახლებული მიდგომით საზოგადოების წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ეს გვაფიქრებინებს, რომ ეს არის ნაკარნახევი რბილი ძალით ან კიდევ უმეცრებით. ერთიც და მეორეც იქნება ძალიან სამწუხარო ჩვენთვის“, – განაცხადა ოდიშარიამ.
პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოსამართლეების გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. სალომე ზურაბიშვილმა დაწერა: „დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან“.
ამასთან, მოგვიანებით პრეზიდენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სასამართლოს მიერ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისათვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის არგაუქმების გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტირება არის საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა და პრეზიდენტის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები