ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყოვლად წარმოუდგენელი და დაუშვებელია, რომ რომელიმე სხვა ქვეყანამ მიიღოს მეორე ქვეყნის მართვაში ან მისი ხელისუფლების ფორმირებაში მონაწილეობა – თენგიზ შარმანაშვილი

ყოვლად წარმოუდგენელი და დაუშვებელია, რომ რომელიმე სხვა ქვეყანამ მიიღოს მეორე ქვეყნის მართვაში ან მისი ხელისუფლების ფორმირებაში მონაწილეობა – თენგიზ შარმანაშვილი
ყოვლად წარმოუდგენელი და დაუშვებელია, რომ რომელიმე სხვა ქვეყანამ მიიღოს მეორე ქვეყნის მართვაში ან მისი ხელისუფლების ფორმირებაში მონაწილეობა – მათ შეუძლიათ დაგვეხმარონ და ჩვენ ბევრჯერ მიგვიღია საექსპერტო რეკომენდაციები, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ქართული ხელისუფლების სუვერენული უფლებაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა „ქრონიკაში“ ვეტინგზე საუბრისას განაცხადა.
„როგორც კი ამას დავთმობთ და ეჭვქვეშ დავაყენებთ, ჩვენი სუვერენიტეტი ფარატინა ქაღალდზე გადატანილი თხზულება იქნება, რომელსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რასაც ჩვენი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს. ამ თემაზე დისკუსიაც კი არასწორი მეჩვენება. აქამდე მეგონა, რომ განვითარების ისეთ დონეს მიაღწია ქართულმა სახელმწიფოებრიობამ, ასეთი ტიპის დისკუსიები უკან გვქონდა მოტოვებული. ყოვლად წარმოუდგენელია, რომ ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავებაში, ახლა გამოდიან ტელევიზიებით და გვესაუბრებიან თუნდაც ვეტინგზე, როდესაც 2017 წელს მაქსიმალურად ცდილობდნენ ჩვენთან და ყველა ნორმალურად მოაზროვნე იურისტთან ერთად, კონსტიტუციით მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული სასამართლო ხელისუფლება სხვა ხელისუფლებებისგან, არათუ უცხო ქვეყნის ზეგავლენისგან. ეს პირველკურსელი იურისტის ტესტია, რომ ყოვლად დაუშვებელია სასამართლოს დამოუკიდებლობა ხელყოფილი იყოს, განსაკუთრებით უცხო ქვეყნის მონაწილეობით “, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
Previous: აღმაშფოთებელია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი მარიონეტული რეჟიმის დანამატს

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.