ბექა ოდიშარია – მარიონეტული რეჟიმის რაიმე სახით აღიარება, ქება თუ ძაგება ოფიციალური პირის მხრიდან, რომელსაც აღიარების სუნი ასდის, აღმაშფოთებელია – ეს არის სამშობლოს წინააღმდეგ დემარში, მაგრამ მივცეთ კათარზისის საშუალება

მარიონეტული რეჟიმის რაიმე სახით აღიარება, მისი დამატებების ან გაგრძელებების ქება თუ ძაგება ოფიციალური პირის მხრიდან, რომელსაც აღიარების სუნი ასდის, აღმაშფოთებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს.
ბექა ოდიშარიას განცხადებით, მათმა კომენტარებმა და საზოგადოების საყოველთაო აღშფოთებამ სალომე ზურაბიშვილი აიძულა, რომ შეეცვალა და დაეკორექტირებინა საკუთარი პოსტი.
„ვფიქრობ, ჩვენმა კომენტარებმა და საზოგადოების საყოველთაო აღშფოთებამ სალომე ზურაბიშვილი აიძულა, რომ შეეცვალა და დაეკორექტირებინა საკუთარი „პოსტი“. მან ჩაამატა ორი ჯადოსნური ასო: „ე.წ.“, რითაც მან მოახერხა, რომ „გაეთეთრებინა“ ის ძალიან ცუდი ლაქა, რომელიც მან უეცრად შექმნა დილით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მარიონეტული რეჟიმის რაიმე სახით აღიარება ან მისი დამატებების ან გაგრძელებების ქება თუ ძაგება ოფიციალური პირის მხრიდან, რომელსაც აღიარების სუნი ასდის, აღმაშფოთებელია. ეს არის სამშობლოს წინააღმდეგ დემარში, მაგრამ მივცეთ კათარზისის საშუალება, რადგან მან საზოგადოებრივი და პოლიტიკური „ისტებლიშმენტის“ აღშფოთების ფონზე ნამდვილად მოახერხა და გამოასწორა თავის პოსტი“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტმა აღნიშნული ნაბიჯი შეაფასა, როგორც „დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან“.
მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტირება არის საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა და პრეზიდენტის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ