აღიარება 17 წლის შემდეგ – როგორ ახორციელებდა რუსეთი კიბერთავდასხმებს აგვისტოს ომის დროს

გერმანელი ჟურნალისტების გამოძიების ერთ-ერთ ფრაგმენტში რუსი ჰაკერი ყვება, როგორ გამოიყენეს საინფორმაციო ომის ტექნოლოგიები 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ. აგვისტოს ომიდან 17 წლის შემდეგ, ინტერვიუში რუსი ჰაკერი აღიარებს, რომ კიბერთავდასხმების შესახებ დავალებებს პირდაპირ რუსული ФСБ-დან იღებდნენ.

საქართველო პირველი იყო, ვის წინააღმდეგაც კრემლმა ჰიბრიდული ომი გამოსცადა და  ახლა მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ იყენებს. გერმანელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ სწორედ რუსული სპეცსამსახურების მეირ იყო შემუშავებული პოლიტიკა, რომ სოციალურ ქსელსა და ვებ პორტალებზე უნდა გავრცელებულიყო მიხეილ სააკაშვილის ფოტოები, სადაც მას ადოლფ ჰიტლერს შეადარებდნენ. დავალებებს შორის იყო ყალბი ინფორმაციის გავრცელება ომზე და იმის მტკიცება, რომ საქართველომ ცხინვალის რეგიონში გენოციდი მოაწყო.

გერმანული ტელევიზიის ჟურნალისტური გამოძიებით კიდევ ერთხელ დადგინდა, ის, რაც აქამდეც არაერთი წყაროდან იყო ცნობილი. აგვისტოს 5 დღიანი ომი, სინამდვილეში 5 დღიანი სულაც არ ყოფილა. ФСБ-მ კოორდინირებული კიბერშეტევები საქართველოს სამთავრობო ვებსაიტებზე, მედიასაშუალებებსა და ფინანსურ ინსტიტუტებზე ჯერ კიდევ ივნისიდან დაიწყო და ამან სისტემატიური ხასიათი მიიღოო.

ჰიბრიდული ომი კრემლის ხელწერად იქცა. 2008 წლიდან საქართველოზე არაერთი კიბერშეტევა განხორციელდა. ყველაზე მასშტაბური 2019 წლის ოქტომბერში მოხდა, როცა ФСБ-მ სამთავრობო ვებ გვერდები დაჰაკა. გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი. კიბერშეტევა განხორციელდა პრზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. პორტალის გახსნისას ექს-პრეზიდენტ  მიხეილ სააკშვილის ფოტო გაჩნდა წარწერით- მე დავბრუნდები.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!