8
წაკითხვა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებული პირის პატიმრობაში დატოვების საკითხს 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ეხმიანება.
მათი თქმით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები, მათ შორის არც ის, რომ ბრალდებულთა ნაწილი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და მათი უმრავლესობა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია, ამ პირთა შორისაა 2008 წლის ომის დროს დაზარალებული, ცხინვალიდან დევნილი, დავით გიუნაშვილი. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს ამის ვალდებულება გააჩნია.
“2026 წლის 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირის საქმეზე სასამართლო სხდომა ჩატარდა.მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ცამეტივე პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა. ხაზგასასმელია, რომ სასამართლო უმეტესად მხედველობაში არ იღებს ბრალდებულთა ინდივიდუალურ მახასიათებლებს, რისი ვალდებულებაც მას კანონმდებლობით აქვს. სასამართლო სხდომაზე გამოიკვეთა, რომ ბრალდებულთა ნაწილი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და მათი უმრავლესობა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია, მათ შორის, დავით გიუნაშვილიც. ასევე ხაზგასასმელია, რომ საქმეზე დასრულებულია გამოძიება, მხარეებს შორის გაცვლილია მტკიცებულებები, მიმდინარეობს არსებითი განხილვა და მოწმეთა დიდი ნაწილი უკვე სასამართლოშიცაა დაკითხული, რის გამოც შემცირებულია გამოძიებისთვის ხელშეშლის და მოწმეებზე ზემოქმედების რისკები.მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ ბრალდებულთათვის კანონმდებლობით მინიჭებული პატიმრობის გადასინჯვის შესაძლებლობა არ აქციოს, უბრალოდ, ფორმალობად და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაასაბუთოს, რატომ არის აუცილებელი ბრალდებულის კვლავ პატიმრობაში დატოვება. წლების განმავლობაში არსებული ვითარება აშკარად მეტყველებს, რომ სასამართლოს მიერ პატიმრობის გადასინჯვა არ ემსახურება ბრალდებულისთვის რეალური შესაძლებლობის მიცემას, არ დარჩნენ განგრძობად პატიმრობაში, მათ შორის, აქციების კონტექსტში დაკავებულ არაერთ პირს, საიას შეფასებით, სასამართლო ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებლად ტოვებდა პატიმრობაში, არ ითვალისწინებდა მათ ინდივიდუალურ მახასიათებლებს.დავით გიუნაშვილთან დაკავშირებით:დამატებით, გვინდა გამოვყოთ დავით გიუნაშვილის საკითხი. კერძოდ:საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული, 70 წლამდე პირი, დავით გიუნაშვილია. ადვოკატის განცხადებით, “ბრალდებული დავით გიუნაშვილი არის დევნილი, რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა ცხინვალში მას დაუწვა სახლი და ამდენი წლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე აპროტესტებდა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს”. ამასთან გიუნაშვილი არის საპენსიო ასაკის პირი — 70 წელს მიღწეული, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, აწუხებს სახსრები და აქვს შაქრიანი დიაბეტი. გიუნაშვილი ასევე გამოირჩევა სუფთა წარსულით, იგი არც ადმინისტრაციულსახდელდებული და არც ნასამართლევი არ არის.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დავით გიუნაშვილის ინტერესებს 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში იცავს. კერძოდ, საქმეში ჩალაური და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (9445/09). საქმე შეეხება ცხინვალში უკანონო დაკავებას, იძულებით შრომას, წამებასა და დისკრიმინაციულ მოპყრობას, რაც 51 მომჩივნის, მათ შორის, დავით გიუნაშვილის, უფლებადარღვევებს აერთიანებს.გიუნაშვილი პროფესიით ინჟინერ‑ეკონომისტი და მშენებელია, რომელიც 2008 წლის 10 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებადმა შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს, დოკუმენტები და ფული წაართვეს, თვალები აუხვიეს, ხელები უკან შეუკრეს და სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. სამი დღის განმავლობაში ღია ორმოში მკაცრ პირობებში იმყოფებოდა, მოკვლით ემუქრებოდნენ, შემდეგ კი ცხინვალთან ახლოს რამდენიმე სამხედრო პოზიციის გავლით, იძულებული იყო ცხედრებისგან გაწმენდითი სამუშაო შეესრულებინა, მანამ, სანამ სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცემდნენ და ცხინვალის გადატვირთულ იზოლატორში მოათავსებდნენ, სადაც გიუნაშვილი კვლავ დამამცირებელ პირობებში იმყოფებოდა 2008 წლის 27 აგვისტოს გათავისუფლებამდე.მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მოსამართლეები უპირველესად თავისუფლებისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის ჭრილში განიხილავდნენ ყველაზე მკაცრი სახის აღკვეთის ღონისძიების — პატიმრობის გამოყენების/პატიმრობაში პირის დატოვების საკითხს. კონკრეტული სახის აღკვეთის ღონისძიების გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული, საქმიანობა, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა.დავით გიუნაშვილის მაგალითი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ სისხლის სამართლის საქმეებში, რომლებშიც შეიძლება არსებობდეს პოლიტიკური მდგენელის რისკი, სასამართლო სისტემატურად უგულებელყოფს ყველა იმ გარემოებას, რაც შესაძლოა პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესაძლებლობას იძლეოდეს და აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის ყველა ეტაპზე კვლავ მხოლოდ ტექნიკურად ამოწმებს პროკურატურის არგუმენტაციას”, — ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.
კომენტარები
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს
32 წუთის წინ
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს
გადახედვა
ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია
49 წუთის წინ
ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია
გადახედვა
საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება
ერთი საათის წინ
საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება
გადახედვა
სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე
ერთი საათის წინ
სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე
გადახედვა
განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება
ერთი საათის წინ
განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება
გადახედვა
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
2 საათის წინ
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
გადახედვა
7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა
2 საათის წინ
7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
2 საათის წინ
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია
2 საათის წინ
Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია
გადახედვა
სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება
2 საათის წინ
სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება
გადახედვა
სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა
2 საათის წინ
სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა
ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები
3 საათის წინ
ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები
გადახედვა
შალვა პაპუაშვილი: ჩემი მონაწილეობა მაქვს მიღებული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართველების თვალში ყოფილიყო მეგობრის და გვერდში მდგომის
3 საათის წინ
შალვა პაპუაშვილი: ჩემი მონაწილეობა მაქვს მიღებული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართველების თვალში ყოფილიყო მეგობრის და გვერდში მდგომის
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
3 საათის წინ
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
გადახედვა
როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და “ოცნების” წარმომადგენლების კომენტარებში
4 საათის წინ
როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და “ოცნების” წარმომადგენლების კომენტარებში
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
5 საათის წინ
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
გადახედვა
Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში
5 საათის წინ
Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში
გადახედვა
ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა, თუმცა ლიბანი ისრაელს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
5 საათის წინ
ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა, თუმცა ლიბანი ისრაელს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
გადახედვა
SPRIBE-მა ბრაზილიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Betnacional-ს არაავტორიზებული AVIATOR-ის გამოყენება აუკრძალა
6 საათის წინ
SPRIBE-მა ბრაზილიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Betnacional-ს არაავტორიზებული AVIATOR-ის გამოყენება აუკრძალა
გადახედვა
პედრო პასკალი პედრო პისკალის წინააღმდეგ — სასამართლო დავა ალკოჰოლურ ბრენდთან
6 საათის წინ
პედრო პასკალი პედრო პისკალის წინააღმდეგ — სასამართლო დავა ალკოჰოლურ ბრენდთან
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი — საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
7 საათის წინ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი — საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
კვირის ტოპ-5
პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც “ოცნების” ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა271 ნახვა
პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები ₾1400-ით იზრდება და ₾16 000 გახდება264 ნახვა
საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე196 ნახვა
IPN: სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია193 ნახვა
თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს174 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
საზოგადოება
2010 წლის სექტემბრამდე გაცემული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომი შესაძლოა მაგისტრის ხარისხს გაუთანაბრდეს
2010 წლის სექტემბრამდე გაცემული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომი შესაძლოა მაგისტრის ხარისხს გაუთანაბრდეს
ეკონომიკა
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია
ეკონომიკა
მოსწავლის ბარათის აპრილის თვის შეთავაზებები
მოსწავლის ბარათის აპრილის თვის შეთავაზებები
გადახედვა
საზოგადოება
განათლების სამინისტრო: მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა აქვთ
განათლების სამინისტრო: მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა აქვთ
გადახედვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გერმანიის ხელისუფლება მატრაკვეცობას მოეშვას. ერთი “აიტიშნიკი” ვერ მოძებნეს, რომ სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე?
შალვა პაპუაშვილი: გერმანიის ხელისუფლება მატრაკვეცობას მოეშვას. ერთი “აიტიშნიკი” ვერ მოძებნეს, რომ სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე?
გადახედვა
პოლიტიკა
ეკონომიკის სამინისტრო: აბასთუმანში ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება დაეფუძნა აბასთუმნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ინტერესებს
ეკონომიკის სამინისტრო: აბასთუმანში ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება დაეფუძნა აბასთუმნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ინტერესებს
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
გადახედვა
კოსმოსი
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს
გადახედვა
Sci-Tech
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
გადახედვა
მოგზაურობა
ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება
ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება
ახლა კითხულობენ
გადახედვა
სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო
16 აპრილი, 14:20
ნიუ-იორკში ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები Live Nation და Ticketmaster მონოპოლიურად…
პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა