არქივი29 ნოემბერი, 2024, 07:37
აქციის რამდენიმე მონაწილის ინფორმაციით, საპოლიციო ძალების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ

აქციის რამდენიმე მონაწილის ინფორმაციით, საპოლიციო ძალების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მათ შორის, როგორც რამდენიმე მომიტინგე აცხადებს, შსს-ს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შეცვივდნენ და სცემეს პირები, რომლებიც თავს სწორედ აფთიაქს აფარებდნენ.
რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დგანან. მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან აქციის მონაწილეთა ნაწილიც.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.