არქივი1 დეკემბერი, 2024, 00:52
პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპოლიციო ძალების გადაჯგუფება ხდება - საპატრულო პოლიციის თანამშრომლების წინ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ჩააყენეს

პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპოლიციო ძალების გადაჯგუფება ხდება. შსს-ს გადაწყვეტილებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების წინ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები დგებიან.
აღნიშნული გადაჯგუფება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა საპოლიციო ძალების მისამართით ბოთლები, ქვები და სხვა ნივთები ისროლეს.
ისინი ასევე, იყენებენ პიროტექნიკას და უშვებენ ფერად კვამლს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.