ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპოლიციო ძალების მიერ აქციის ძალადობრივად დაშლისას მედიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა

საპოლიციო ძალების მიერ აქციის ძალადობრივად დაშლისას მედიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა

გასული ღამის განმავლობაში ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად გაუსწორდნენ ფიზიკურად 20-ზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს.
ისინი არბევდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, დევნიდნენ მათ პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს და ხელს უშლიდნენ ჟურნალისტურ საქმიანობაში.
სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან აქციის დაშლისას სასტიკი მეთოდების გამოყენების შედეგად, ამ დროისთვის ცნობილია, რომ მინიმუმ 22 ჟურნალისტი და ოპერატორია დაშავებული. სია, შესაძლოა, განახლდეს.
1. გურამ როგავა, ტელეკომპანია ფორმულა - ნიღბიანი სპეცრაზმელი თავს დაესხა გურამ როგავას, რომელიც ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა, თავში ჩაარტყა, დაასისხლიანა და ძირს დააგდო.
2. ალექსანდრე ქეშელაშვილი, ონლაინგამოცემა პუბლიკა - ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა. მიყენებული დაზიანების გამო გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.