არქივი13 მაისი, 2024, 03:24
აქციის ორგანიზატორებმა დემონსტრანტებს ჭიჭინაძის ქუჩის გამაგრებისკენ მოუწოდეს
აქციის ორგანიზატორებმა დემონსტრანტებს ჭიჭინაძის ქუჩის გამაგრებისკენ მოუწოდეს.
ამ წუთებში მომიტინგეები ჭიჭინაძის ქუჩისკენ მიემართებიან.
"ჭიჭინაძის ქუჩა უნდა გავამაგროთ. ჩვენს თანამებრძოლებს ფიზიკურად უსწორდებიან", - განაცხადეს აქციის მონაწილეების მისამართით.
მანამდე ჭიჭინაძის ქუჩაზე, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა იყო.
საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია „გაუთენე საქართველოს“ 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.