ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდნენ - სავარაუდოდ, დააკავეს მინიმუმ ერთი მომიტინგე

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის მისამართით ბოთლები ისროლეს.
სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, მინიმუმ ერთი მომიტინგე დააკავეს.
გარდა ამისა, საპოლიციო ძალები დემონსტრანტებს, ასევე, მედიის წარმომადგენლებს ტერიტორიას ატოვებინებენ და ქუჩის სრულად გათავისუფლებას ცდილობენ.
მოქალაქეები სკანდირებენ: „საქართველო, მონებო“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.