აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის ქუჩიდან კვლავ საკანონმდებლო ორგანოს წინ გადაინაცვლეს – ამ დროისთვის, მოქალაქეები პარლამენტის წინა და უკანა შესასვლელებთან აგრძელებენ პროტესტს

აქციის მონაწილეებმა, ჩიტაძის ქუჩიდან კვლავ საკანონმდებლო ორგანოს წინ გადმოინაცვლეს.
ჩიტაძე – ინგოროყვას ქუჩების კვეთაზე პოლიციელების მისამართით ისმოდა შეძახილები, მათ შორის, “მონებო”. აღნიშნულით ისინი აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ პიკაპის ტიპის ავტომანქანა, რომელიც აქციის მონაწილეებისთვის განკუთვნილი საკვებით და საჭირო ნივთებით იყო დატვირთული, ჩიტაძის ქუჩის გავლით საკანონმდებლო ორგანის წინ არ გაატარეს.
აღნიშნულის შემდეგ, ინგოროყვას ქუჩიდან ჩიტაძის ქუჩის მიმართულებით საპოლიციო ძალები დაამატეს.
ამ წუთებში, მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს წინ და უკანა შესასვლელთან არიან შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…