არქივი12 მაისი, 2024, 21:50
აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის ქუჩიდან კვლავ საკანონმდებლო ორგანოს წინ გადაინაცვლეს - ამ დროისთვის, მოქალაქეები პარლამენტის წინა და უკანა შესასვლელთან იმყოფებიან
აქციის მონაწილეებმა, ჩიტაძის ქუჩიდან კვლავ საკანონმდებლო ორგანოს წინ გადმოინაცვლეს.
ჩიტაძე - ინგოროყვას ქუჩების კვეთაზე პოლიციელების მისამართით ისმოდა შეძახილები, მათ შორის “მონებო”. აღნიშნულით ისინი გააპროტესტებინათ, რომ პიკაპის ტიპის ავტომანქანა, რომელიც აქციის მონაწილეებისთვის განკუთვნილი საკვებით და საჭირო ნივთებით იყო დატვირთული, ჩიტაძის ქუჩის გავლით საკანონმდებლო ორგანის წინ არ გაატარეს.
აღნიშნულის შემდეგ, ინგოროყვას ქუჩიდან ჩიტაძის ქუჩის მიმართულებით საპოლიციო ძალები დაამატეს.
ამ წუთებში, მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს წინ და უკანა შესასვლელთან არიან შეკრებილები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.