არქივი9 მაისი, 2024, 20:51
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც დაკავებული ბლოგერის, უჩა აბაშიძის სახლთან იმყოფებოდნენ, მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც დაკავებული ბლოგერის უჩა აბაშიძის სახლთან იმყოფებოდნენ, მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს და პროტესტს საკანონმდებლო ორგანოს წინ განაგრძობენ.
მსვლელობისას აქტივისტები ცდილობდნენ ჭავჭავაძის გამზირი გადაეკეტათ, თუმცა სამართალდამცველები მათ ამის უფლებას არ აძლევდნენ. გზის გათავისუფლების დროს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.
აქციის მონაწილეები დღეს მომხდარ დაკავების ფაქტებს აპროტესტებენ და მოსახლეობას გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებენ.
“გამოდით!”, - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები მსვლელობისას.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.