არქივი5 ნოემბერი, 2024, 18:11
აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას სააკაძის მოედნის მიმართულებით აგრძელებენ

აქციის მონაწილეები წერეთლის გამზირიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან.
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს წინ პოლიტიკური პარტიები ლიდერები მიუძღვებიან.
მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ და შემხვედრ მოქალაქეებს მსვლელობაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ.
წესრიგის უზრუნველსაყოფად მსვლელობის მონაწილეებს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.