ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპროტესტო მსვლელობა ევროპის მოედნის მიმართულებით გრძელდება

საპროტესტო მსვლელობა ევროპის მოედნის მიმართულებით გრძელდება

ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან.
მანამდე, აქციის მონაწილეებმა მტკვრის ორივე სანაპირო და ბარათაშვილის ხიდი გადაკეტეს.
ამასთან, აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
მათი განცხადებით, აქციაზე არ არის ხალხის ის რაოდენობა, რომ მათ უმიზეზოდ შეაფერხონ საავტომობილო მიმოსვლა.
სამართალდამცველების თქმით, აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება მოხდება და ისინი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდებიან. მსვლელობას წინ პოლიცია მიუძღვის.
აქციის მონაწილეები საქართველოში ჩატარებულ 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მსვლელობის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისინი სკანდირებენ "საქართველო, საქართველო". მსვლელობაზე გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.