თბილისში ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მსვლელობა მიმდინარეობს – აქციის მონაწილეები ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით გადაადგილდებიან

ჯგუფ “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან მსვლელობით ბარათაშვილის ხიდისკენ მიემართებიან. მათი მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა, რადგან მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ გააყალბა.
აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო”, საქართველოს გაუმარჯოს!”.
ინფორმაციისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მმართველმა პარტიამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ხმების 53.932% მოიპოვა. საარჩევნო ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: კერძოდ, ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, მეორე ადგილზე გასულმა „კოალიციამ ცვლილებისთვის – გვარამია,მელია, გირჩი, დროა“ ხმების 11.034 % მიიღო; „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 10.17%, „ძლიერმა საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.808 %; ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ – 7.777 %.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”