ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქციის მონაწილეები პარლამენტის იმ შესასვლელებთან მისვლას გეგმავენ, საიდანაც უმრავლესობის წევრები მანქანებით, საკანონმდებლო ორგანოს ტოვებენ

საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი პროტესტის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა შესასვლელებთან ინაცვლებენ. ამის შესახებ მოწოდება აქციაზე გაჟღერდა.
აქციის მონაწილეები აპირებენ დახვდნენ დეპუტატებს, რომლებიც პლენარული სესიის დასრულების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს სწორედ გვერდითა შესასვლელებიდან, მანქანებით ტოვებენ.
„მეგობრებო „ქართული ოცნების“ მოღალატე შემადგენლობა ამ წუთებში იქითა ეზოდან იპარება სუს-ის, კანცელარიის გავლით“, - მიმართა პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აქციის მონაწილეებს.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატების უსაფრთხოდ გადაადგილებას შესასვლელებთან მობილიზებული სპეცრაზმის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.