ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპროტესტო აქციის მონაწილეები, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მსვლელობით სანაპიროსკენ მიემართებიან, რის შემდეგაც, მთაწმინდის პანთეონში მისვლას გეგმავენ

საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებმაც პარლამენტის შენობიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, მსვლელობით სანაპიროსკენ მიემართებიან. რის შემდეგაც სავარაუდოდ, ისინი მთაწმინდის პანთეონში, ილია ჭავჭავაძის საფლავთან ავლენ.
იუსტიციის სახლთან, გზის სავალი ნაწილის ნახევარი გადაკეტილია. მოქალაქეები აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას ხმოვანი სიგნალებით უცხადებენ.
აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის წინ მდებარე ხიდიდან საქართველოს დროშა გადმოფინეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.