ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა - პარლამენტის მიმდებარედ აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ რჩება

რუსთაველის გამზირზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
აქციის მონაწილეების ნაწილი საქართველოს პარლამენტთან ამ დრომდე რჩება.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეს 19:00 საათიდან მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ტერიტორიიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან, შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ, საიდანაც კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ.
დღევანდელი აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა “დაფიონია".
ახალგაზრდების განცხადებით, რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია 19 აპრილს, 19:00 კვლავ გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.