პროტესტი -თან – “ნოდარ მელაძის შაბათის” ანონსის შემდეგ, ღამით ხალხი უწყებასთან მივიდა

“ნოდარ მელაძის შაბათის” ანონსის შემდეგ, ხალხი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მივიდა – ძალოვან უწყებასთან პროტესტი შუაღამემდე გაგრძელდა.

“ძალადობა არის სისტემური, პოლიციელები გახდნენ მწამებლები” – ამ შინაარსის შეძახილები ისმოდა წუხელ იმ სამინისტროსთან, რომლის თანამშრომლებსაც უკვე წლებია არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. ხალხი პასუხებს ითხოვს.

სრულიად ამორალური რაღაც ხდება. ღამის სამი საათია და აქტივისტები არიან შეკრებილები ახლა -თან, საწამებელ მანქანასთან. ყველამ კარგად ნახა ეს კადრები, თუ რა რეალობაში უევს ქართველ ხალხს ცხოვრება. შსს-ს ცხოველები მიათრევენ ხალხს, აწამებენ, როდემდე უნდა გაგრძლედეს ეს? ყველამ ხმა უნდა ამოიღოს”, – თქვა აქტივისტმა შსს-თან.

“ნოდარ მელაძის შაბათმა” პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გაავრცელა – (ეს მხოლოდ ანონისია, ვრცლად ყველაფერს დღეს 20:00 საათზე ტვ პირველზე იხილავთ)

გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “შაბათის ეთერის” ანონსის შემდეგ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა.  უწყების მტკიცებით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.

შს სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ დანაშაული, რომელიც პოლიციელებმა ჩაიდინეს თითქმის 4 წლის განმავლობაში გამოუძიებელი იყო. კადრების ფიგურანტები, კი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურა ჯაფარიძე: გორში რომ 10 მოზვერი სცემდა ერთ დაკავებულს, ერთეული შემთხვევააო ძირს დაგდებულ ზვიად მაისაშვილს რომ სახეში ურტყეს წიხლები, ერთეული შემთხვევააო როგავას რომ კინაღამ კისერი მოტეხა, ერთეული შემთხვევააო…

კონსტანტინე გამსახურდია: გუნდის სიმღერის დროს ბავშვის დავარდნასთან და სხვათა მიერ ამ ამბის იგნორირებასთან დაკავშირებით ბევრმა წაიმძღვარა გალაკტიონის მართლაც მშვენიერი და ფეერიული ლექსი…