ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქტივისტების ცნობით, აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ (ვიდეო)

აქტივისტების ცნობით, აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ (ვიდეო)

აქტივისტების ცნობით, აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ - კადრებს აქტივისტი მარიამ შუშანია ავრცელებს.

ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცი პოლიციას გაყავს ტერიტორიიდან.

 "ვიდეოში ხედავთ პროვოკატორს, რომელიც აქციის მონაწილეებს თავს დაესხა.
პოლიციამ მშვიდად და ლამაზად განარიდა, ჩასვეს მანქნაში.

ერთმანეთს გადასცეს გაიყვანეთ, გაარიდეთ და არა დააკავეს. ადამიანმა, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა არათუ დააკავეს, არამედ ადგილიდან განარიდეს.

სამაგიეროდ აქციის მონაწილეებს მიუვარდნენ და დაკავება სცადეს, უბრალოდ არ გამოუვიდათ" - წერს აქტივისტი. 

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.