ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქცია ზუგდიდში – დეტალები

აქცია ზუგდიდში – დეტალები

ფოტოები – მარიამ ჟვანია, სამოქალაქო აქტივისტი
ახალი არჩევნების მოთხოვნით, საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს ზუგდიდში – აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ადგილობრივი მოსახლეობა და ოპოზიციური კოალიცის წევრები ქუჩაში ერთადერთი მოთხოვნით გავიდნენ, რომ აიძულონ “ოცნებას” უკან დაიხიოს და არჩევნები ხელახლა დანიშნონ.
ხალხი ამბობს, რომ მათი ხმები ივანიშვილმა და მისმა გუნდმა მოიპარა. ქუჩაში გატანილ საპროტესტო ბანერებს დღეს სიმბოლურად შავი ლაქებიც ქონდა გამოსახული, ამ ფორმით ხალხს იმის თქმა სურდა, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაცული არ იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.