„დაიცავი შენი ხმა“, „მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“ – ამ ლოზუნგებით ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა

„დაიცავი შენი ხმა“, „მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“ – ამ ლოზუნგებით ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა დროშებითა და ტრანსფარანტებით ხელში ცენტრალურ გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე მსვლელობა მოაწყვეს.
აქციის მონაწილეები რამდენიმე ლოკაციაზე შეჩერდნენ, რამაც ავტომობილების გადაადგილების შეფერხება გამოიწვია.
აქციის მონაწილეების ბოლო ლოკაცია ზუგდიდის მერია იყო, სადაც სიტყვით მიმართეს ადგილობრივებს და მოუწოდეს, რომ 25 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!