ზუგდიდში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. თავდაპირველად სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მოგვიანებით კი, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს და შეძახილებით „გამოდი, გამოდი“ მოსახლეობას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ. დემონსტრანტებმა ფეხით მსვლელობის დროს რამდენიმე ლოკაციაზე გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს.
ამ წუთებში კი, აქცია მერიის შენობასთან გრძელდება.
„რთულია ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, თუმცა გამარჯვება არის შესაძლებელი. მშვიდობიანი ბრძოლით, დასავლური, ევროპული მეთოდებით, ჩვენ შევძლებთ საქართველოში დავამარცხოთ რუსული რეჟიმი“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – ანასტასია ბერუაშვილი მეგობარს ეუბნება, ეგონა, დააკავებდნენ, რადგან დანაშაულის დღეს რიკაძე მისი სახლიდან წავიდა – რატომ არ განაცხადა პოლიციაში, პასუხი იყო, ბიჭებმა იჩხუბეს, რაც ნორმალურ მოვლენად მიაჩნდა და არ იცოდა, თუ გარდაცვალება მოყვებოდა

კობა კობალაძე – ვერ შევეგუებით აზრს, რომ ვიღაცის ბოდიალის გულისთვის გამოვიდეთ მკვლელები – აინტერესებდათ, საბრძოლო მოქმედებების დროს გვქონდა თუ არა შემხებლობა გიორგი ბარამიძესთან, რომელ პოზიციებში გამოირჩა სიჩაუქით და თავგანწირვით