ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ატალანტა" წაგებას გადაურჩა - დღეს "ნაპოლის" შეუძლია დაეწიოს

"ატალანტა" წაგებას გადაურჩა - დღეს "ნაპოლის" შეუძლია დაეწიოს

სერია A-ს მეთვრამეტე ტურში „ატალანტა“ გასვლაზე „ლაციოს“ დაუზავდა - 1:1.
გასპერინის გუნდი 88-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ მარკო ბრეშიანინის გოლით მარცხს გადაურჩა. ამით შეწყდა ბერგამოული გუნდის 11-მატჩიანი მოგებების სერია (უკანასკნელ 13 შეხვედრაში მარცხი არ განუცდია) - ბოლოს 24 სექტემბერს „კომოსთან“ 2:3 დამარცხდა.
„ატალანტა“ 41 ქულით ლიდერია, 40 ქულით მეორე ადგილზე „ინტერია“, 38 ქულით მესამეზე „ნაპოლია“, მეოთხეზე კი 35 ქულით „ლაციო“. დღეს „ნაპოლი“ „ვენეციას“ უმასპინძლებს და შეუძლია „ატალანტას“ დაეწიოს.
ლაციო - ატალანტა 1:1
გოლები: 1:0 დელე-ბაშირუ (27), 1:1 ბრეშიანინი (88)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.