ნათია მეზვრიშვილი: დღეს ამოქმედებული კანონებიდან ყველაზე რუსული არის ე.წ. პრევენიული დაკავება: დღეიდან პოლიციას შეუძლია ადამიანი 48 საათით დააკავოს სამართალდარღვევის ჩადენის გარეშე, ანუ უმიზეზოდ

“დღეს ამოქმედებული კანონებიდან ყველაზე რუსული არის ე.წ. პრევენიული დაკავება: დღეიდან პოლიციას შეუძლია ადამიანი 48 საათით დააკავოს სამართალდარღვევის ჩადენის გარეშე, ანუ უმიზეზოდ, ვინც უნდა, როცა უნდა, პირადი შეხედულებით. ამ დაკავებაზე სასამართლოს დაუყოვნებლივი კონტროლი არ ვრცელდება. რუსეთშიც ასეა.
ფორმალურად კანონში წერია, რომ დაკავების საფუძველია მომავალში სამართალდარღვევის ჩადენის რისკი იმ პირის მხრიდან, ვისაც წარსულში ს ა მ ა რ თ ა ლ დ ა რ ღ ვ ე ვ ა აქვს ჩადენილი და ამ გადაწყვეტილებას პოლიციელი იღებს ვარაუდის საფუძველზე. თუმცა, ნორმა იმდენად ფართოა, რომ პრაქტიკულად ეს ნიშნავს ნებისმიერი პირის უსაფუძვლოდ დაკავების შესაძლებლობას:
1. როცა გაკავებენ არავინ ამოწმებს და პრაქტიკულადაც შეუძლებელია შემოწმება რაიმე სამართალდარღვევა გერიცხება თუ არა წარსულში. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელს მოგკიდებენ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე;
2. ხელს მოგკიდებენ პრაქტიკულად ყოველ მეორე მოქალაქეს იმიტომ, რომ მაგ.: ისეთი სამართალდარღვევა, როგორიცაა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების მცირედი დარღვევა, თითქმის ყველა მოქალაქეს ერიცხება წარსულში;
2. პოლიციელი განსაზღვრავს შენგან მომავალში რაიმე სამართალდარღვევის ჩადენის საფრთხე მომდინარეობს თუ არა, რაც სრული თვითნებობის სივრცეს ქმნის, პოლიციელის გემოვნების საკითხია.
ასეთ თვითნებურ, უკანონო დაკავებებს ვუყურებთ თვეზე მეტია. უბრალოდ ახლა ეს ყველაფერი კანონში ჩაწერეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ე.წ. კანონები არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ მიიღო, „ოცნების“ წასვლის შემდეგ, სახელმწიფოს მილიონები დაუჯდება უკანონობის მსხვერპლი ადამიანების რეაბილიტაცია-კომპენსაცია იმიტომ, რომ ყველა ჯარიმა იქნება გასაუქმებელი და ყველა ადამიანის უფლება აღსადგენი,” – წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ