არქივი7 თებერვალი, 2024, 12:38
ასურეთში საჰაერო ბურთი ელექტრო გადამცემ ხაზს შეეჯახა – დაიღუპა 3 ადამიანი
ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ასურეთში) საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, გარდაცვლილია სამი ადამიანი.
ადგილზე მუშაობენ პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებიც. მომხდარი შემთხვევის შესახებ ოფიციალურ უწყებებს ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.