ასურეთში უბედურ შემთხვევას 3 ადამიანი, მათ შორის, “იმედის” ოპერატორი, მიშო ბიძინაშვილი ემსხვერპლა

სოფელ ასურეთში, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილია.
ბიძინაშვილთან ერთად, უბედურ შემთხვევას, ორი მფრინავი ემსვერპლა.
ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა და საჰაერო ბურთზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ცნობისთვის, საჰაერო ბურთი ფოთის ცენტრალური სტადიონიდან დღეს დილით აფრინდა. ორ მფრინავს – რევაზ უთურგაურსა და პოლონელ კშიშტოფ ზააპარტს საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე გაფრენაში მსოფლიო რეკორდის დამყარებამდე საცდელი ფრენა უნდა განეხორციელებინათ. საფრენი აპარატით ისინი ფოთიდან კახეთის მიმართულებით მიფრინავდნენ. მათთან ერთად საჰაერო ბურთზე იმყოფებოდა ოპერატორი მიშო ბიძინაშვილიც.
მედიის ცნობით, და­ღუ­პულ­თა შო­რის არის “სქაი თრე­ვე­ლის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი რე­ვაზ უთურ­გა­უ­რი და მისი პოლონელი მეწყვილე.
რევაზ უთურგაურმა, აფრენის წინ, ფოტო გაავრცელა სოციალურ ქსელში:

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში