ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ასურეთში საჰაერო ბუშტი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს დაეჯახა — გარდაიცვალა 3 ადამიანი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, საჰაერო ბუშტი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს დაეჯახა. უბედური შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ასურეთში, თინა აღდგომელაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, უცნობია, საიდან აფრინდა საჰაერო ბუშტი და როგორ მოხვდა ასურეთში. ასევე, ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილთა ვინაობა.
“ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. იმედია, მეტი არ იქნება [გარდაცვლილი]. ძალიან დამწვარია გვამები. საიდანღაც არიან წამოსულები. როგორც ჩანს, გზა აებნათ, თუ კურსი შეეცვალათ. არ ვიცი, რა მოხდა”, – განაცხადა თინა აღდგომელაშვილმა.
“ნეტგაზეთი” ცდილობს ინფორმაციის მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. დამატებით დეტალებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.