ეს არის მგრძნობიარე საკითხი, ჯანდაცვის სამინისტრო არის ბოლომდე ჩართული ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელებაში, – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების პროტესტთან დაკავშირებულ კითხვას.
მან ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად ფარაცევტული კომპანიები დაასახელა და თქვა, რომ ასეთი საკითხის მოგვარების დროს, სწორედ მათი ინტერესი იკვეთება.
რაც შეეხება, ფარმაცევტულ კომპანიებს, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, ასეთი საკითხების მოგვარების დროს, არის სწორედ ფარმაცევტული კომპანიები. არის მარტივი მაფია ჩამოყალიბებული, ამ მაფიას აქვს კონკრეტული წამლების რეალიზაციის ინტერესი, სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა ეს ყველაფერი. ამიტომ აქ არის სწორედ სიფრთხილე საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე. მსოფლიო მასშტაბით არის ეს მაფია გაშლილი, ეს მარტო საქართველოს არ ეხება. ამიტომ ყველა საკითხი უნდა იყოს აწონ-დაწონილი, გონივრულად.
არავის არ ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი. ეს არის ზოგადი მიდგომა. დანარჩენი, რაც შეეხება კონკრეტიკას, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კომუნიკაცია, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს და ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს ყოველ ჯერზე პოზიციას. […]
არის მათ შორის ქვეყნები, სადაც არაერთი კორუფციული გარიგება დაიდო მთავრობებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის და ძალიან დიდ ფულს შოულობენ კონკრეტული პოლიტიკოსები ასეთი მაფიოზური გარიგებებიდან. […] არის კონკრეტული პრეპარატები, სადაც არის კორუფციული გარიგების ეჭვი და მაინც და მაინც ისე ემთხვევა ხოლმე, რომ გამორჩეულად კორუმპირებული მთავრობები დებენ ხოლმე შესაბამის გარიგებებს შესაბამის ფარმაცევტულ კომპანიებთან. ამიტომ ყველაფერი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ, ყველაფერი უნდა იყოს დასაბუთებული. […],- განაცხადა კობახიძემ.
არ შეიძლება ჩვენ ავყვეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს და არ შეიძლება ავყვეთ კონკრეტულ შემთხვევაში, განზოგადებულად ვსაუბრობ, ფარმაცევტული მაფიის ინტერესებს.




