ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში, 18 დეკემბერი, 2024European Parliamentსაქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის დუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) დიაგნოზის მქონე პაციენტების დახმარების თხოვნით მიმართა.
პრესსამსახურის ცნობით, ზურაბიშვილის წარმომადგენელმა ოფიციალური წერილი ევროკავშირის ელჩს დღეს, 9 მაისს გადასცა.
წერილში ზურაბიშვილი ჰერჩინსკის დახმარებას სთხოვს DMD-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების დაფინანსების შესაძლებლობებისა და სხვა მხარდამჭერი მექანიზმების იდენტიფიცირებაში.
"იმ დროს, როდესაც ქართველი ხლხის მიმართ  მხარდაჭერა სულ უფრო იზღუდება, თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანი დახმარება იქნებოდა DMD-ით დაზარალებული პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურებდა ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს ხალხის მხარდაჭერის მიმართ". - ნათქვამია ზურაბიშვილის წერილში.
რამდენიმე თვეა, დიუშენით დაავადებულების მშობლები წამლის მოთხოვნით აქციებს მართავენ, ხოლო ორ კვირაზე მეტია - ივანიშვილის მთავრობის კანცელარიასთან ათენებენ. მათ ოლიცია არ აძლევს საშუალებას, ადმინისტრაციის წინ, სკვერში დადგან კარვები ან შეიტანონ პუფები.
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები 20 აპრილიდან კანცელარიასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია (DMD) იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების ატროფიით (განლევით) და სისუსტით გამოიხატება. ორგანიზაციის "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" ცნობით, საქართველოში საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. სათანადო მედიკამენტების და მკურნალობის არარსებობის გამო საქართველოში ყოველწლიურად ამ დაავადებით 1, 2 ან 3 ბავშვი იღუპება.
კობახიძე დიუშენზე: არ უნდა ავყვეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს, ფარმაცევტული მაფიის ინტერესებს

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.