ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არ გრცხვენია? - ნიუ-იორკში მყოფ მაკა ბოჭორიშვილს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ (ვიდეო)

არ გრცხვენია? - ნიუ-იორკში მყოფ მაკა ბოჭორიშვილს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ (ვიდეო)

ნიუ-იორკში მყოფ მაკა ბოჭორიშვილს და საგარეო უწყების მაღალჩინოსნებს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ.

მაშინ, როცა ბოჭორიშვილი საგარეო უწყების თანამშრომლებთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში შედიოდა, მას ქართველმა ქალბატონებმა უთხრეს, რომ "მონა მთავრობას" ემსახურება.

არ გრცხვენია ქალბატონო ბოჭორიშვილო? მონა მთავრობას ემსახურებით, რატომ არ გაჩერდა ქალბატონი, რატომ არ გველაპარაკა", -  უთხრეს ბოჭორიშვილს. 

მინისტრი პროტესტის მონაწილეებთან არ გაჩერდა. რესტორანთან მისულ საქართველოს მოქალაქეებს საგარეო უწყების თანამშრომელი გაესაუბრა. მას ქალბატონებმა უთხრეს, რომ შვილებისგან შორს ლუკმა-პურის საშოვნელად არიან წამოსულები.

"საქართველოშიც არის სამუშოა ადგილები" - უთხრა საგარეო თანამშრომელმა პროტესტის მონაწილეებს.

თავდაპირველად არსებული ინფორმაციით, იმავე რესტორანში კობახიძეც უნდა მისულიყო, თუმცა პროტესტის დაანონსების პარალელურად, როგორც ჩანს, მან გადაიფიქრა.

ვიდეოს ნეტგაზეთი ავრცელებს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.