ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არქიმანდრიტი: "რუსთაველზე ვიქნები დღეს - რუსეთის მონობას, ერის ღალატს, ციხეც სჯობს და სიკვდილიც"

არქიმანდრიტი: "რუსთაველზე ვიქნები დღეს - რუსეთის მონობას, ერის ღალატს, ციხეც სჯობს და სიკვდილიც"

"რუსთაველზე ვიქნები დღეს - რუსეთის მონობას, ერის ღალატს, ციხეც სჯობს და სიკვდილიც - ამის შესახებ არქიმანდრიტი, ილია თოლორაია სოციალურ ქსელში წერს.

დღეს ტროტუარზე დგომას გვიკრძალავენ, ხვალ - ფეისბუკზე ხელისუფლების კრიტიკას აგვიკრძალავენ, ზეგ გვაიძულებენ, რუსეთიც და რუსეთს დამონებული ხელისუფლებაც ვაქოთ…

ასე თუ გაგრძელდა, ბოლოს აღარაფერს მოგვთხოვენ — უბრალოდ აღარავინ დარჩება სიმართლის მთქმელი.
ღირსეულებს ჩასვამენ ციხეში, ან მოკლავენ. დანარჩენი კი ყველა იქნება - ერთი, ერთნაირი; პუტინის, ბიძინას, კობახიძის... ერთხმაში მაქებარი.
როგორ დაგვცინიან, როგორ დაგვიმონეს და როგორ შეირგო ბევრმა ეს მონობა — ერმაც და ბერმაც.
კობახიძე ჩვენი გმირების მკვლელთან — პუტინთან დგას. ამაზე დუმილი? ერის ღალატია...
ვისაც საქართველო უყვარს - დღეს რუსთაველზე" | წერს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი, ილია თოლორაია

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.