დღეს, რუსთაველზე პარაკლისი ჩატარდება – “მორწმუნე” მთავრობა, იმედია, ლოცვას არ აგვიკრძალავს – დოროთე ყურაშვილი

პარაკლისი აქციის ნაცვლად – რუსთაველის გამზირზე დღეს ხალხი ისევ შეიკრიბება. როგორც მამა დოროთე სოციალურ ქსლეში წერს, თუ ხალხის სურილი იქნება, პარაკლისები რუსთაველზე ყოველდღიურად ჩატარდება.
ეს “მორწმუნე” მთავრობა იმედია ლოცვას არ აგვიკრძალავს – წერს აქრიმანდრიტი.
დღეს 20 საათიდან გელოდებით რუსთაველის ამბიონზე. ჩატარდება წმინდა გიორგის პარაკლისი. ეს “მორწმუნე” მთავრობა იმედია ლოცვას არ აგვიკრძალავს, თუ თქვენი,ხალხის სურვილი იქნება შეგვიძლია რუსთაველზე დავნიშნოთ ყოველდღიური პარაკლისები. ჩვენთან არს ღმერთი”, – წერს მამა დოროთე
ცნობისთვის, “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები “ქართული ოცნების” პარლამენტმა მესამე მოსმენით გუშინ მიიღო, ძალაში კი დღეს შევიდა.
ცვლილებების თანხმად, აქციის ჩასატარებლად შსს-დან ნებართვის აღება გახდა სავალდებულო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ