ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი - დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას!

სალომე ზურაბიშვილი - დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას!

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 12 დეკემბერს მოსახლეობას რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს.
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს, უთხრან „არა“ „კობახიძის და პუტინის ერთად დგომას“.
„დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! არა საქართველოს დათმობას!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე ესწრება თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მიმდინარე მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმს, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავს ეძღვნება და რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.