#არქიმანდრიტი დოროთე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს!!
მე მინდა ვკითხო შიო მესამეს: მოსკოვის პატრიარქი კირილე გუნდიაევი არის უკრაინაში პუტინის ომის, უდანაშაულო ბავშვების დახოცვის, გაუპატიურების, ბუჩას მოწყობის, თანამზრახველი, იდეოლოგიურად მომწოდებელი და გამამართლებელი და რატომ იხსენიებს ასეთ კაცს ბარძიმში და მისი დღეგრძელობისთვის რატომ ლოცულობს?
არც ის დაგავიწყდეთ, რომ კირილე გუნდიაევმა 2008 წელს დალოცა რუსული ჯარი და მოუწოდა, დაეცვათ ოსი ძმები ქართველებისგან. ჯაბა იოსელიანი, რომელმაც სამეგრელო სისხლისგან დაცალა, პანთეონში განისვენებს, ეკლესიის მიერ „განწმენდილ-გაპატიოსნებული”. ღმერთო, შენ შეუნდე ლანას და განუსვენე, სადაც მართალნი განისვენებენ”




