არსებული ინფორმაციით, ლელა წურწუმიამ „მთავარი არხი“ დატოვა

ლელა წურწუმიამ „მთავარი არხი“ დატოვა, – ინფორმაციას „პრაიმ ტაიმი“ ავრცელებს.
გამოცემა ინფორმაციის გადამოწმებას ლელა წურწუმიასთან შეეცადა, თუმცა მომღერალმა ზარებს არ უპასუხა.
კომუნიკაცია შედგა წურწუმიას მეუღლესთან კახა მამულაშვილთან, რომელიც ამავდროულად მომღერლის პროდიუსერია. მან დაადასტურა, რომ „მთავარ არხზე“ გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“ გაჩერებულია და მისი აზრით, არც გაგრძელდება.
„გადაცემა გაჩერებულია. ჯერჯერობით არ გადის. ჩემი აზრით, აღარ გაგრძელდება. არ ვიცი. ვნახოთ…“ – აცხადებს “პრაიმ ტაიმთან” კახა მამულაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლოსებაზე სამუდამოდ გაბატონება – მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ