ნანუკა ჟორჟოლიანმა “მთავარი არხი” დატოვა

წამყვანმა და პროდუსერმა ნანუკა ჟოჟოლიანმა “მთავარი არხი” დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.
“მეგობრებო, ვადასტურებ, რომ დავტოვე ტელეკომპანია მთავარი. არ ავხსნი, როგორ მიყვარს ეს ტელეკომპანია. ჩემი დრო, ენერგია და სიყვარული მაქვს ჩადებული მასში. როგორ მიყვარს იქ მომუშავე გმირები. ეს ამბავი არ უკავშირდება ტელეკომპანიაში არსებულ დავას მფლობელებს შორის. როგორც იცით, ოქუაშვილმა მე დამასახელა დირექტორობის კანდიდატად, მაგრამ ჩემთვის უცნაური იყო ის, რომ ეს ამბავი ფეისბუქით გავიგე. ანუ, ამ თემას ჩემი წამოსვლა არ დაუკავშიროთ. საბედნიეროდ ეს ამბავი მე არ მიკავშირდება.
მე ორი წელია არ ვარ არხის თანამშრომელი. გარედან ვაწოდებდი პროდუქტს არხს. მქონდა სხვა მიზეზები და ახლა არაა მასზე საუბრის დრო. ახლა მთავარია, რა ხდება რუსთაველზე. მთელი ყურადღება, ენერგია ამ თემაზე უნდა დაიხარჯოს. ახალ სეზონზე გავალთ ან ტვ პირველზე, ან ფორმულაზე. ორივესთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას” ,- ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს

შსს-ს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ, „თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული“