არქივი25 დეკემბერი, 2024, 16:03
ნანუკა ჟორჟოლიანმა "მთავარი არხი" დატოვა

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, ამჟამად მოლაპარაკებებს მართავს როგორც ტელეკომპანია „ფორმულასთან“, ისე ტელეკომპანია „პირველთან“.
„ზუკა [გუმბარიძესაც] შევხვდი და ვატო [წერეთელსაც] და ახლა გადავწყვეტ, რომელ არხს ავირჩევ“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
კითხვაზე, თუ რა მიზეზით ტოვებს ტელეკომპანია „მთავარ არხს“, ის ამბობს, რომ ახლა ამაზე არ ისაუბრებს:
„მგონია, რომ ახლა მაგ დეტალებზე საუბრის დრო არ არის. ეს ამბები რომ ჩაივლის და რომ გავიმარჯვებთ, მერე მოვყვები“, - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.