არსებული ინფორმაციით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

22 წლის ბიჭთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა.
როგორც ის წერს, სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეს, თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოარტყეს.
„22 წლის ა.თ. რეანიმაციულში გადაიყვანეს! კომაშია! გუშინ, სპეცრაზმელებმა თვალში მოარტყეს გაზის კაფსულა. მთელი ღამე ოპერაციას უკეთებდნენ. ახლა მთელმა საქართველომ მისი გადარჩენისთვის უნდა ვილოცოთ! ახლა ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია!“ – წერს ჟორჟოლიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე ოპოზიციაზე – დაპირისპირება რომ იქნებოდა, თავიდანვე ცხადი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთობა და ერთიანი პლატფორმა – ბრძოლა მიდის, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია