ექიმი – აქციაზე დაშავებული, 22 წლის ბიჭის სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, კვლავ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება

ინგოროყვას კლინიკის ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, აქციაზე დაშავებული, 22 წლის ბიჭის სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია.
მისი თქმით, იგი რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას და მედიკამენტოზურ ძილში იმყოფება.
„22 წლის ბიჭთან დაკავშირებით გრძელდება მედიკამენტოზური ძილი. სასიცოცხლო პარამეტრები ამ ეტაპისთვის სტაბილურია. მას თვალის კაკლების მთლიანობა აქვს შენახული, თუმცა დაზიანების მხარეს მიმდინარეობს ოფთალმოლოგების დაკვირვება. ამ ეტაპზე მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ. რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას“, – განაცხადა ექიმმა, ნინო ხარაიშვილმა.
ცნობისთვის, 22 წლის ბიჭთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავდაპირველად ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა.
როგორც ის წერდა, სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეს, თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოარტყეს.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ დაშავებული მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში გადიოდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ