არსებული ინფორმაციით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი, რომელსაც თვალში სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.
ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი 14:30 საათზე გაკეთდება.
22 წლის ბიჭთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა.
როგორც ის წერს, სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეს, თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოარტყეს.
„22 წლის ა.თ. რეანიმაციულში გადაიყვანეს! კომაშია! გუშინ, სპეცრაზმელებმა თვალში მოარტყეს გაზის კაფსულა. მთელი ღამე ოპერაციას უკეთებდნენ. ახლა მთელმა საქართველომ მისი გადარჩენისთვის უნდა ვილოცოთ! ახლა ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია!“ – წერს ჟორჟოლიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში