ანტიკორუფციულმა ბიურომ ერთი წლის ანგარიში წარადგინა

ანტიკორუფციულმა ბიურომ წლის ანგარიში წარადგინა. უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, სამსახურმა წლის განმავლობაში 720 თანამდებობის პირის დეკლარაცია შეამოწმა, დაჯარიმებულია თანამდებობის 109 პირი, 220-ის მიმართ მიმდინარეობს დეკლარაციის მონიტორინგი.
შემოწმდა ასევე პოლიტიკური პარტიების 93 დეკლარაცია და საარჩევნო კამპანიის 7 ფონდის ანგარიშები. დადგინდა, რომ 11-მა პარტიამ 13-ჯერ დაარღვია კანონი, დაჯარიმდა 7 პარტია.
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდში. პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს ხელშესახები გაუმჯობესება აქვს ყველა საერთაშორისო ანტიკორუფციულ რეიტინგში.
“ევრორეკომენდაციების შესაბამისად, ჩამოვაყალიბეთ ძლიერი ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც არის ძალიან აქტიური, თანამშრომლობაზე, კონსულტაციებზე, მონიტორინგზე ორიენტირებული. ის აქტიურად შეუდგა საქმიანობას, რასაც ანგარიშიც ადასტურებს
ბიზნესმენები, ინვესტორები, ადამიანები, ვინც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან ხშირად გადაწყვეტილებას იღებენ იმის მიხედვით, რომ ქვეყანაში არის კორუფციის დაბალი დონე,” – აღნიშნა თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე