პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ანკარის პროვინციაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ცნობილია, რომ გაიზარდა დაშავებულების რაოდენობაც – კლინიკაში სულ 22 ადამიანია გადაყვანილი.
ტერაქტი თურქეთში გუშინ, Turkish Aerospace Industries საწარმოში მოხდა – ხსენებული კომპანია სამხედრო ტექნიკას, ასევე თვითმფრინავებს აწარმოებს.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, წინასწარი მონაცემებით, ტერაქტის უკან ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრები დგანან. ოფიციალური ანკარა მათ ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.