ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა 6.5%-ით გაიზარდა - ყველაზე მეტი ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში გამოქვეყნდა

Jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა 6.5%-ით გაიზარდა - ყველაზე მეტი ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში გამოქვეყნდა

Jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა 6.5%-ით გაიზარდა - ყველაზე მეტი ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში გამოქვეყნდა
2024 წლის სექტემბერში jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობამ 8 347 შეადგინა, რაც მიმდინარე წლის აგვისტოსთან შედარებით 12.1%-ით მეტია. ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია ნათქვამია.
კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის აპრილიდან სექტემბრამდე ამავე პორტალზე ვაკანსიების საერთო რაოდენობამ 47 739 შეადგინა, რაც 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 6.5%-ით მეტია.
კატეგორიების მიხედვით, 2024 წლის აპრილ-სექტემბერში ყველაზე მეტი, 10 773 ვაკანსია ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში გამოცხადდა. მეორე ადგილზეა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორია 8 423 ვაკანსიით. 8 059 ვაკანსია კი ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში გამოცხადდა.
ამასთან, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ვაკანსიების რაოდენობა ყველაზე მეტად, 19.2%-ით, სწორედ ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში გაიზარდა. ადმინისტრაციის კატეგორიაში ვაკანსიების რაოდენობის ზრდამ 3.2%, ფინანსების კატეგორიაში კი - 3.0% შეადგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.