ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი ტრაგიკული ტერაქტის გამო, ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს, მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს

ირაკლი კობახიძე - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი ტრაგიკული ტერაქტის გამო, ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს, მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი ტრაგიკული ტერაქტის გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X’’-ში წერს.
მთავრობის მეთაური უსამძიმრებს მსხვერპლთა ოჯახებს, მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტ ერდოღანს და მამაც თურქ ხალხს.
„ამ უაღრესად რთულ დროს ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს, მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს და მამაც თურქ ხალხს. გისურვებთ სიმტკიცეს, ერთობას და მშვიდობას ამ ტრაგედიის შედეგებთან საბრძოლველად. ვუცხადებ თანადგომას თითოეულ თქვენგანს“, - აღნიშნავს პრემიერი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.