ანკარამ 29 ადამიანი “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირის გამო დააკავა

თურქეთში 29 აადამიანი ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სპეციალური ოპერაციები ცხრა პროვინციაში ჩატარდა.
მინისტრ ალი იერლიკაიას ცნობით, ეჭვმიტანილები “ოპერაცია გმირები-37”-ის ფარგლებში აიყვანეს. მისივე განცხადებით, ისინი სტამბოლში ეკლესიებსა და სინაგოგებზე თავდასხმას გეგმავდნენ.
უშიშროების წყაროებზე მითითებით, თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ” აცხადებს, რომ მათთან დაკავშირებული კიდევ სამი ეჭვმიტანილია დაკავებული. სააგენტოს ცნობით, ისინი დაჯგუფების მაღალი რანგის წევრები არიან და ერთ-ერთი მათგანი ანკარაში ერაყის საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა. “ანადოლუ” არც ეჭვმიტანილების და არც ოპერაციების შესახებ კონკრეტულ დეტალებს არ ავრცელებს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო კვირებში “ისლამური სახელმწიფოს” და ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ მოქმედებები გაააქტიურეს. 1 ოქტომბერს ანკარაში სამთავრობო შენობების სიახლოვეს ქურთმა მებრძოლებმა ბომბი ააფეთქეს, რასაც მათ წინააღმდეგ კიდევ უფრო გაძლიერებული ზომების მიღება მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ