ანზორ მარგიანი გია ბარამიძეზე: რომ ჩამოვიდა მოითხოვა კასკა და კასკა ჰქონდა „კლიჩკა“, დადიოდა სურათებს იღებდა და გამორბოდა თბილისში, იცრუა და ტყუილი თქვა, რომ ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენო

ჩამოდიოდა ჩვენთან ოჩამჩირეში. რომ ჩამოვიდა მოითხოვა „კასკა“ და „კასკა“ ჰქონდა „კლიჩკა“, – განაცხადა გია ბარამიძის განცხადების შეფასებისას „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ თავმჯდომარე ანზორ მარგიანმა.
მარგიანი ქართველი სამხედროების მიერ ტყვეების დახვრეტის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ტყუილს უწოდებს.
„იცრუა და ტყუილი თქვა, რომ ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენო. 120 კაცი მყავს გამოყვანილი და როგორ გამოვიყვანდი, თუ ტყვეები არ მეყოლებოდა, ვინ მომცემდა ისე. გია ბარამიძე რომელი ტყვეების გამცვლელი იყო. ომში მაგას არ უომია. ჩამოდიოდა ჩვენთან. ოჩამჩირეში რომ ჩამოვიდა, მოითხოვა „კასკა“ და „კასკა“ ჰქონდა „კლიჩკა“. დადიოდა, სურათებს იღებდა და გამორბოდა თბილისში. მერე ხან სოხუმში ჩადიოდა და ხან ჩვენთან იყო. ტყვეების დახვრეტა მაგან სად ნახა. ალბათ დავალება ჰქონდა ვიღაცისგან, თორემ როგორ შეიძლებოდა ამის თქმა, ტყუილის თქმა. რომც იყოს სიმართლე, არ უნდა თქვა ამხელა კაცმა“, – განაცხადა მარგიანმა.
სამშობლოს ღალატი და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა – ამ კვალიფიკაციით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. საქმე ეხება გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

ნაცსექტის ერთ-ერთი ყველაზე მყრალი სუბიექტი, ნატა ფერაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რეპრესიასა“ და „ავტორიტარიზმში“ ადანაშაულებს, ბერლინში ჩასულმა კი, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დემოკრატიას არც ის ჩვევა აქვს, საჯარო შეურაცხყოფას ხისტად პასუხი არ გასცეს