ანა დოლიძე: ანუ, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ისე დაუჯდა ოკუპანტი სახელმწიფოს ჟურნალისტს სასაუბროდ, თან თავისივე ენაზე რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რასთან ჰქონდა საქმე. და იქნებ ეს პუტინის ქალიშვილი იყო რომელიმე? ან ლავროვის?

ანა დოლიძე:
რუს ბლოგერთან ინტერვიუსთან დაკავშირებით კალაძის ახსნა კიდევ უფრო ამძაფრებს ვითარებას. მას ჰგონია, რომ
ამსუბუქებს, არადა აუარესებს.
ანუ, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ისე დაუჯდა ოკუპანტი სახელმწიფოს ჟურნალისტს სასაუბროდ, თან თავისივე ენაზე რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რასთან ჰქონდა საქმე. და იქნებ ეს პუტინის ქალიშვილი იყო რომელიმე? ან ლავროვის? ან იქნებ ისეთ რამეს ეკითხება, რაც საერთაშორისო სკანდალს იწვევს, მაგალითად აფხაზეთის აღიარებას და გასაგდებია ადგილიდან, ან ისე დაამონტაჟებს მის ნათქვამს, რომ ღმერთმა იცის რამხელა სკანდალი შეიძლება წარმოიშვას…
და მისი პიარის 34 თანამშრომელი, მილიონიანი თვიური ბიუჯეტით, რას აკეთებდა ამ დროს? იმისთვის არიან რომ ეს კაცი, რომელიც ამ
წამს ქვეყანას წარმოადგენს ოკუპანტი სახელმწიფოს პირისპირ, რომ ასე აცაბაცა მარტო დაიარებოდეს?
წამით არ არის დასაჯერებელი, რა თქმა უნდა, თუმცა მისი ვერსია აუარესებს ვითარებას.
სინამდვილეში, თავად მოიყვანეს და ინტერვიუ ჩააწერინეს, თან რუსულად რომ რუსული ტურიზმი არ დაფრთხეს თელავის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: მამუკა მდინარაძის წასვლის შემდეგ, დაგეგმილი ცვლილებები აღარ განხორციელდება და მისი მასშტაბის ადამიანი აღარ არის მოაზრებული, რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი ერთად უფრო ქმედითი იყო